Home » მთავარი » ამერიკელ გენერალს მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა

ამერიკელ გენერალს მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს, ბრიგადის გენერალ დენიელ კონლის თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანების საფუძველზე მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა. აშშ-ის საზღვაო ქვეითების გენერალმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ქართული ქვედანაყოფებისთვის ავღანეთში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი სამხედროების მაღალი კვალიფიკაცია და თავდადება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მსვლელობისას.

სწორედ გენერალ კონლის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე კოალიციური ძალების უფროსი სამხედრო მრჩევლის ფუნქციებს შეასრულებს. ამ რანგში დღესვე 43-ე ბატალიონის მეთაური ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების გარდა ჩეხი სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და ავღანური ძალოვანი სტრუქტურებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიება დაგეგმეს.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...