Home » მთავარი » 2020-ში პროპორციული არჩევნები! – აქციაზე უსუფაშვილი მივიდა

2020-ში პროპორციული არჩევნები! – აქციაზე უსუფაშვილი მივიდა

აქციაზე დავით უსუფაშვილი მივიდა.

-მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ჩემი აქ დგომით მოვახსენო ყველას, ვინც ცდილობს აქ მყოფი ხალხი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებად გამოაცხადოს და აქცია ნაციონალების აქციად. არა, ეს ნაციონალური, ეროვნული მოთხოვნებია!

აქ ვართ მოქალაქეები და პარტიულს არჩევნებზე გამოვხატავთ. აქ ეპოქალური ცვლილეის მოთხოვნაა დაწერილი, პროპორციული არჩევნები განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება საქართველო.

პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყობს იმას, რომ ვერასდროს, ვერც ერთი ხელისუფლება ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში.

2020-ში პროპორციული არჩევნები!

ვიდგები ყველგან სადაც სამართლიანი მოთხოვნებია! არავის არ გავყვები, თუ სადმე შეჭრას და რამის დარბევას მოისურვებს! მე მზად ვარ რჩევა მივცე ახალგაზრდებს და ერთად, მშვიდობიანი გზით მივიდეთ გამარჯვებამდე- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჯაჭვლიანმა “ოცნება” დატოვა – ზონდერ ბრიგადის წევრი ვერასოდეს ვიქნები!

ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ...