Home » მთავარი » “ნულოვანი ბარიერი”, “უფასო ფულისა” არ იყოს, არც მთლად ნულოვანია…

“ნულოვანი ბარიერი”, “უფასო ფულისა” არ იყოს, არც მთლად ნულოვანია…

არჩილ გამზარდია

“ნულოვანი ბარიერი”, “უფასო ფულისა” არ იყოს, არც მთლად ნულოვანია, ბუნებრივია და გარკვეული მხარდაჭერის გარეშე, ნებისმიერი მსურველისთვის, კარი პარლამენტში, ცხადია, ღია არ იქნება.

ზედაპირულად შევხედოთ, რა საარჩევნო სისტემა გვაქვს, რომლის გამოც, არჩევნებს მე მუდმივად ვუწოდებდი “აქტივისტების არჩევნებს”, რადგან:

1. მცირე და საშუალო აქტივობის პირობებში, მაშინ როდესაც არ არსებობდა ბალანსი ამომრჩევლის მხრიდან საერთო დადებით და უარყოფით პოზიციას შორის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის დადებითი ხმა ითვლებოდა, როგორც წესი, დღემდე მხოლოდ ყველაზე გავლენიანი პარტიების აქტივისტები იღებდნენ გადაწყვეტილებას პარტიების რესურსების მიხედვით, ისინივე გვინიშნავდნენ მთავრობას და ა.შ. ასე ხვდებოდნენ პარლამენტში საერთო ჯამში ხალხისთვის მიუღებელი, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობების მქონე სუბიექტები.

2. “არჩევნებს” დღემდე პირობითად ჰქვია “ამომრჩევლის ნების დამთვლელი”, რადგან ამომრჩევლის პროტესტი – არ მისვლა არჩევნებზე ან ყველას გადახაზვა უგულებელყოფილი იყო, თუ არჩევნების შედეგებს დავაკვირდებით, ძირითადად, ამომრჩეველი ამბობდა “არას”, მაგრამ ეს “არა” არ ითვლებოდა და საარჩევნო შედეგიც ჩნდებოდა.

3. ე.წ. “ახალი სახეებს” და მცირე პოლიტიკურ ჯგუფებს, პრაქტიკულად არ ჰქონდათ შესაძლებლობა კონკურენცია გაეწიათ დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიებისადმი, ისინი ან იძულებულები იყვნენ ჩართულიყვნენ სხვა პარტიების ცხოვრებაში, გაერთიანებებში, ალიანსებში და ა.შ. სადაც “პოლიტიკური ლოკომოტივები” სხვა პოლიტიკური პარტიები იყვნენ და პოლიტიკურ დღის წესრიგსაც უფრო გავლენიანი სუბიექტები ქმნიდნენ ამგვარ ხელოვნურ გაერთიანებებში, ასეთ დროს იკარგებოდა პოლიტიკური ინდივიდუალიზმიც და ამას გარდა, ძალიან ბევრი უბრალოდ უარს ამბობდა პარტიულ პოლიტიკურ პროცესში ჩართვაზე.

რას გვაძლევს ან რა რისკებს გვიქმნის “ნულოვანი” პროპორციული არჩევნები?

რისკები:

1. ცხადია, პირველ რიგში, ეს არის რისკი ერთი მხრივ, ქაოტური მომავალი პარლამენტისა, სადაც რაოდენობრივად გადაჭარბებული პარტიების შესვლის პირობებში, თუ კი არ იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე არ იქნება შესაძლებლობა თნამშრომლობისა, გვექნება მხოლოდ რიტორიკა, კონფლიქტები, პოპულიზმი და განზე დაგვრჩება გადაწყვეტილებები, რაც ყველაზე მთავარია, რადგან მსგავს პირობებში გადაწყვეტილებების მიღება გართულდება.

2. ამგვარი არჩევნების შედეგების კონტექსტში ძალიან რთულად გასააზრებელია მრავალპარტიული პარლამენტის მთავარი ხიბლი – მრავალპარტიული პარლამენტის ურთიერთთანამშრომლობა და ავტორიტარიზმის ნაცვლად, დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ურთიერთსიძულვილისა და მტრობის რეჟიმში ძალიან ძნელად წარმოსადგენია ამ პარტიების თანამშრომლობა პარლამენტში მითუფრო სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.

3. თანამშრომლობის შემთხვევებშიც, ჩვენ გვაქვს რისკი იმისა, რომ ფარულ დონეზე პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთში კერძო ან პარტიული ინტერესების ფარგლებში შეთანხმდნენ ნაცვლად სახელმწიფოებრივი ინტერესებისა.

4. თანამედროვე ლობიზმის პირობებში მნიშვნელოვანი რისკია “სატელიტი პარტიებისა”, რომლებიც მრავალფეროვნებას მხოლოდ ფორმალურად შექმნიან, თუმცა რეალურად იმუშავებენ მაინც კონკრეტული გავლენის მქონე ჯგუფებსა და პირებზე.

5. ერთგვარი ზედმეტი მრავალფეროვნების შემთხვევაში შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ჯგუფები.

6. დიდი და ფართო არჩევანის შემთხვევაში ამომრჩეველი შეიძლება დეზორიენტირდეს და ვერ გააკეთოს არჩევანი ან გააკეთოს არჩევანი ისევ მისთვის ცნობილ პოლიტიკურ ბრენდებზე.

შესაძლებლობები:

1. მიუხედავად რისკებისა, “ნულოვანი პროპორციული არჩევნები” ამაცდროულად ქმნის შესაძლებლობას, პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობა გაიზარდოს და მათ შორის წარმომადგენლობითი თვალსაზრისითაც.

2. პოლიტიკურ სუბიექტებს მეტი შესაძლებლობა ექმნებათ შექმნან საკუთარი სახე ნაცვლად სხვა პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერისა.

3. მსგავსი პარლამენტის პირობებში, თეორიულად მაინც, პასუხისმგებლობა უფრო ნაკლებად ჩამოეკიდება ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და პასუხისმგებლობათა სივრცე უფრო იზრდენა (ეს შესაძლებლობა, ჩვენი პოლიტიკური სივრცის გათვალისწინებით, რისკიცაა).

4. არჩევნები არ ხდება მხოლოდ ფინანსური რესურსების დონეზე, თუმცა, ცხადია, აქ რესურსების მნიშვნელობა უზარმაზარია, მაგრამ გარკვეული შესაძლებლობები ჩნდება რომ მცირე რესურსების მქონე პოლიტიკურ ჯგუფებსაც გარკვეული შესაძლებლობები გაუჩნდეთ, რა შანსიც აქამდე თეორიულადაც არ იყო.

5. ამომრჩეველს გაუჩნდება მეტი შინაგანი რწმენა, რომ მის ხმას ექნება ფასი, ამომრჩეველს მიეცემა მეტი არჩევანი და აქამდე არსებული მიდგომისა – მაინც ვერ გაიმარჯვებენ და რა აზრი აქვს ხმის მიცემასო, შესაძლებელი გახდება ამომრჩეველმა რეალურად გამოხატოს თავისი ნება და სიმპატიები და არ შეუქმნას საკუთარ თავს წინაპირობა იძულებითი არჩევისა.

6. თავისთავად ასეთი გადაწყვეტილება ბევრად უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სახელისუფლებო ავტორიტარიზმი და სიჯიუტე, რაც ზოგადად დემოკრატიული თვალსაზრისით სახელმწიფოსაც წაადგება, ხოლო მსგავსი კომპრომისები დამატებით ბენეფიტს შეიტანს სახელისუფლებო ჯგუფებისა და საზოგადოების ურთიერთობაში, როგორც პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესების კუთხით, ასევე კონკრეტულად საზოგადოების მხრიდან ძალაუფლების ჯგუფებზე ზეგავლენის კუთხით.

დანარჩენი უკვე საზოგადოებრივი გონიერების საკითხია, ერთი მხრივ, ვინ როგორ გამოხატავს პოლიტიკური სპექტრიდან თავს და მეორე მხრივ, ვინ როგორ მიიღებს საზოგადოებაში, ამომრჩეველი რა მოთხოვნებს წაუყენებს ან რა მოტივით გასცემს თავის ერთადერთ ხმას.

შეგახსენებთ:

არტიაქართული ოცნებისთავმჯდომარემ, ბიძნა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. მისი თქმით ბარიერი ჩაოდის ნულზე.

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...