Home » მთავარი » “ბიძინა თუ არ იტყუება (მაინც ბოლომდე არ მჯერა), ბევრ რამეს გააპრავებს ისტორიასთან”

“ბიძინა თუ არ იტყუება (მაინც ბოლომდე არ მჯერა), ბევრ რამეს გააპრავებს ისტორიასთან”

იაგო ხვიჩია

“გირჩი”

-ყველაზე კარგი წესრიგი არის ის, რაც ყველაზე სამართლიანია.
სამართლიანი წესრიგი ეფუძნება თანასწორობის იდეას.
მხოლოდ პროპორციული და უბარიერო არჩევნების დროს არიან საარჩევნო სუბიექტები თანასწორ სიტუაციაში.
ამიტომ, ასეთი საარჩევნო წესრიგი, ყველაზე სამართლიანია.
შესაბამისად, არის ყველაზე უკეთესიც.
არ არსებობს არგუმენტი რომელიც ამას გადაწონის.
დაახლოებით ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული.
ასეთ ჭეშმარიტებებს ბევრი ახსნა არ სჭირდება, ვისაც მიხვედრა უნდა მიხვდება.

როგორი კრიტიკული და გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო, ბიძინა თუ არ იტყუება და რაც თქვა იმას მართლა დადებს (მაინც ბოლომდე არ მჯერა), ბევრ რამეს გააპრავებს ისტორიასთან.

ზოგადად, ჯერ კიდევ გუშინ, ხელი მქონდა ჩაქნეული, მარა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რანაირად შეიძლება საბჭოთა მართლმსაჯულების რეფორმას არ აკეთებდეს.
თუ გახარიას გადარჩენა უნდა მით უმეტეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...