Home » მთავარი » “სადარბაზოებში დაკავებულების ცემა ნორმალურია? ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?”

“სადარბაზოებში დაკავებულების ცემა ნორმალურია? ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?”

ეკა ბესელია. სხდომაზე უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებს მიმართა – “სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, ოთახაში რომ იყავით ჩაკეტილი, გასულიყავით და გადაფარებოდით იმ ბავშვებს თვალები რომ დათხარეს!”

“ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა? სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე. გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო.

ახლა რომ მიყურებ ასე ურცხვად იმიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის.

სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?”-მიმართა ბესელიამ “ქართული ოცნების” წევრებს.

ბესელიას თქმით, ბოდიშები არ კმარა და სპეცრაზმისთვის გადაბრალება.

“აგერ მე და აგერ თქვენ-შედეგს ნახავთ როგორი იქნება,”-განაცხადა ბესელიამ.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...