Home » მთავარი » თამარ ტალიაშვილმა ჩინეთის დელეგაციასთან კულტურული ტურიზმის განვითარების თემაზე ისაუბრა

თამარ ტალიაშვილმა ჩინეთის დელეგაციასთან კულტურული ტურიზმის განვითარების თემაზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოში ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც  ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურული ტურიზმის განვითარება წარმოადგენდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის  წარმატებაზე, ასევე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ახალ გზებზე, მათ შორის ორმხრივი კულტურულ-საფესტივალო  პლათფორმების შექმნის მეშვეობით.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი უძველესი და თანამედროვე კულტურა, მდგრადი ეკონომიკური და საგარეო ვექტორი ქვეყანას სასურველ პარტნიორად აქცევს. მისი თქმით, დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია კულტურულ-შემოქმედებითი მიღწევების მაქსიმალური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით.

ჩინეთის დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს შესახებ ჩინეთში ცნობადობის გაზრდას ქართული კულტურული და ინტელექტუალური პროდუქციის ჩინეთის არტ პლატფორმებზე აქტიური პრეზენტაციის მეშვეობით. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუნესკოს ჩინეთის თეატრის ასოციაციის ვიცე-პრეზიდნტი ჩენ იანი.

შეხვედრაზე თბილისის მერიას წარმოადგენდნენ მერის მრჩეველი სერგი გვარჯალაძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო მაღრაძე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ღონისძიების ერთ-რთი ორგანიზატორიიუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი ლევან ხეთაგური და ჩინეთის თეატრის  საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ვანგ ლინგი. მონაწილეებმა ისაუბრეს უახლოეს მომავალში განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივაზე. ჩინეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში 27 ივნისს თბილისში ქართულ-ჩინურიკულტურისდაბიზნესისფორუმი  გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...