Home » მთავარი » ოპოზიციონერი ლიდერები მელიასთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურნენ

ოპოზიციონერი ლიდერები მელიასთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურნენ

ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიასთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით ხელისუფლების ნაბიჯები კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს.

აგონიური ქმედებებია-თქო გარკვეულწილად ვამბობდით, მაგრამ მინდა, ახლა მივმართო მას. ეს არის დინების წინააღმდეგ სვლა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. ეს არის პირდაპირ პროვოკაციებზე წამოსვლა. ეს არის თქვენი მცდელობა, რომ უფრო მეტი ესკალაცია იყოს პროცესის ქვეყანაში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველომ აჩვენა და ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც არ დაუშვებს მსგავს უკანონობებს საქართველოში. ბოლშევიკური რეპრესიები, რომლითაც  გინდათ, რომ ვინმე დააშინოთ კიდევ უფრო მეტ მღელვარებას გამოიწვევს და თქვენ დაგიბრუნდებათ კიდევ უფრო უარესად და ნეგატიურად,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ნიკა მელია დამნაშავე არ არის. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციას ასეთი პროცესებით დაქსაქსავს, თუმცა ეს პირიქით მოხდება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ვერ გადაიტანს ყურადღებას მთავარი საკითხებიდან – გახარია უნდა გადადგეს.

Facebook Comments
x

Check Also

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი…”

დავოსში საქაქრთველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს ...