Home » მთავარი » “მთლიანად ხელისუფლება და მისი გამპრავებელი პარლამენტი უნდა გადადგეს“

“მთლიანად ხელისუფლება და მისი გამპრავებელი პარლამენტი უნდა გადადგეს“

თაკო ჩარკვიანი პროკურატურის მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ეხმაურება. ჩარკვიანის შეფასებით, დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები იძლევა იმის მოთხოვნის საფუძველს, რომ პარლამენტი უნდა გადადგეს.

„ის, რაც იმ დღეს ხელისუფლებამ ჩაიდინა, ამას ხალხი არ აპატიებს. ამ დროს ხდება რა, ასეთი ხელისუფლება უნდა გადადგეს. რაც დღეს ვნახე პარლამენტის შენობაში, ლეგიტიმურად შემიძლია, ვთქვა, დიახ, დასტურია იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ორგანო არ უნდა გვყავდეს და ჩვენ მათ არ უნდა ვინახავდეთ. მე ამის მომხრე ვარ. მთლიანად ხელისუფლება, ამ ვანდალური ფაქტის გამო და მისი გამპრავებელი პარლამენტი უნდა გადადგეს,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...