Home » მთავარი » “შეშინებული ხარ, ბიძინა, ჩემი დაჭერა, რომ გშველოდეს შენ, აქამდე დამიჭერდი!”

“შეშინებული ხარ, ბიძინა, ჩემი დაჭერა, რომ გშველოდეს შენ, აქამდე დამიჭერდი!”

ნიკა მელია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილს წლებია, ებრძვის. 

„ახლა ხომ გასაგებია, პირადი მცველები თანამდებობაზე რატომ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რატომ ჰყავს პირადი მცველები, ანზორ ჩუბინიძეს, რა უნდოდა ამ რიგებს შორის, სპეცრაზმელების. რა უნდოდა და კარნახობდა „ვსტრილიატ“. გომელაური რას აკეთებს, იგივეს აკეთებს. დანიშნა ერთიც და მეორეც უმაღლეს თანამდებობაზე, რომ ის დაიცვან, ბიძინა ივანიშვილი. შეშინებული ხარ, ბიძინა, ჩემი დაჭერა, რომ გშველოდეს შენ, აქამდე დამიჭერდი, მაგრამ გეშინია, ყველა იმ აქტიური ადამიანის, ყველა იმ განსხვავებული ადამიანის, რომლის სტერეოტიპებს დაარღვევს და შენთვის ამოუხსნელია და ცდილობ, ახლა განეიტრალებას, მაგრამ დაგაგვიანდა. ცოტა ადრე, რომ გაგეკეთებინა, შეიძლება ემუშავა. გეშინია და მშიშარა რატომ ხარ იცი, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ხარ, დიდი ფული გაქვს და მესამე დღეა, გძინავს სპეცრაზმთან ერთად სახლში, მეხანძრეებთან, გამნაღმელებთან ერთად გძინავს, მოიერიშე რაზმთან ერთად გძინავს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

Comments

comments

x

Check Also

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა  დაადასტურა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა ...