Home » მთავარი » როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს…

როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს…

„მე მინდა, რომ გახარიას პარლამენტმა მოუსმინოს. მკაცრად ვარ ამის მომხრე, რადგან ბევრი კითხვებია და კანონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, კანონი ავალდებულებს პოლიციას, რომ რაღაცების აღსაკვეთად ღონისძიებები გაატაროს და უნდა იყოს ამის დასაბუთება, რადგან ერთნი ერთს იტყვიან და მეორენი მეორეს. ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველა არგუმენტირებული კითხვა-პასუხის მერე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესხებ “მეტრონომთან”საუბრისას მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა ლადო კახაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თემის კომენტირებისას განაცხადა.

“ქართული ოცნების” წევრის აზრით, სამართლებრივი საკითხი მსჯელობის საგანია, ხოლო პოლიტიკურად მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კობახიძე გადადგა.

“ის საკითხები, რომლებიც მყისიერი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით, პარლამენტმა მიიღო ანუ კობახიძის გადადგომა. სამართლებრივი ნაწილი აუცილებლად მსჯელობის საგანია და ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელშეუხებელია. არ შეიძლება ძალადობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე რას ამბობს კონსტიტუცია და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი.

ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს. აცდენილ იქნა სახელმწიფო გადატრიალება. მესამე მცდელობა იყო რუსების მიერ გადატრიალება ქვეყანაში. შევარდნაძისა და გამსახურდიას დროს რუსებმა ეს მოახერხეს, ხოლო ამ შემთხვევაში ვერ მოახერხეს. რუსები არ მოგვასვენებენ. სახელმწიფოებრივად როდესაც ვფიქრობთ, გვახსოვდეს, რომ რუსები მუდამ ჩასაფრებულები იქნებიან. დეტონატორი ვინ გამოდგება სახელმწიფო გადატრიალების და ვინ იქნებიან აქტორები, ეს მსჯელობის საგანია”, – აცხადებს კახაძე.

წყარო – timer.ge

Comments

comments

x

Check Also

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა  დაადასტურა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა ...