Home » მთავარი » “ხელისუფლება დაყვა საზოგადოებრივ ზეწოლას და ეს მათ ნეგატიური მხრიდან ნამდვილად არ წარმოაჩენს”

“ხელისუფლება დაყვა საზოგადოებრივ ზეწოლას და ეს მათ ნეგატიური მხრიდან ნამდვილად არ წარმოაჩენს”

“მემარცხენე ალიანსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“მემარცხენე ალიანსი” დღიდან დაარსებისა განსხვავდება საქართველოში მოღვაწე სხვა პოლიტიკური პარტიებისგან და პოლიტიკოსებისგან. ერთ-ერთი სხვაობა ისიცაა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა სახის შეცდომებზე (საქმე არ ეხება სისხლის სამართლის დანაშაულებებს, სადაც ჩვენი ლიდერები ყველაზე უკომპრომისოები არიან) ჩვენი პარტიის ლიდერები ყოველგვარი “ნიშნის მოგებისა” და “ჩასაფრების” გარეშე აძლევენ საქმიან და კონსტრუქციულ წინადადებებს და ეხმარებიან მათ საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრაში.

ამჯერად გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ქვეყნის პრპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მიღებულ ხმათა ბარიერის სრულად გაუქმებას (ნულოვანი ბარიერი).

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ რომ ჩვენი პარტიის ლიდერებმა ამ საკითხის ლობირება ჯერ კიდევ წინა, დამნაშავე ხელისუფლების დროს დაიწყეს, ვაწყობდით აქცია მანიფესტაციებს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო კულიმინაციამ მიაღწია, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩვენმა პარტიის ლიდერებმა, საქართველოს პრეზიდენტმა, სხვა პარტიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უცხოურმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ტელევიზიებისა და მას-მედიის თანდასწრებით ამ საკითხზე შემდგარ მემორანდუმს მოვაწერეთ ერთად ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხების კონსტიტუციურ დებულებებად გადაქცევა კატასტროფულად არ აწყობდა, ისინი მაინც დაყვნენ საზოგადოებრივ ზეწოლას და ეს მათ ნეგატიური მხრიდან ნამდვილად არ წარმოაჩენს”.

Comments

comments

x

Check Also

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა  დაადასტურა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა ...