Home » ეკონომიკა » “ლარის გაუფასურებამ მიაღწია რეკორდულ მაქსიმუმს, საჭიროა მყისიერი პრაქტიკული ნაბიჯები…”

“ლარის გაუფასურებამ მიაღწია რეკორდულ მაქსიმუმს, საჭიროა მყისიერი პრაქტიკული ნაბიჯები…”

ლარმა კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. რა ხდება და რა პროგნოზი აქვთ ეკონომისტებს?

ამ საკითხზე კომენტარისთვის  ეკონომიკის დოქტორს, რატი აბულაძეს დავუკავშირდით.

-რუსულმა ემბარგომ, ეკონომიკურმა მუქარებმა და დამატებითი სანციების ამოქმედების საშიშროებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება. რეგიონული საფრთხის ფონზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ  „აჩვენა“ მოწყვლადობა და მიაღწია რეკორდულ მაქსიმუმს. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების  დაძაბვამ, საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამ, ღვინის ექსპორტზე მოსალოდნელმა სანქციებმა და პოლიტიკურმა პროცესებმა, გავლენა იქონია შემოსავლის მსხვილი წყაროების გადაკეტვაზე. რაც აისახა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე.

ახლა მხოლოდ „პოლიტიკური შეშფოთების“ დრო აღარ არის. საჭიროა მყისიერი პრაქტიკული ნაბიჯები. საზოგადოების და ქვეყნის ეკონომიკური ზიანის მასშტაბები რომ შემცირდეს, მთავრობა უნდა დაჯდეს თვითმფრინავში იმისათვის, რომ: მოიძიოს ახალი ბაზრები, გააქტიუროს ახალი საექსპორტო პოტენციალი, სხვა ქვეყნების პროდუქციით ჩაანაცვლოს რუსული იმპორტი, შექმნას შემოსავლების ახალი წყაროები და მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირება.

შემდგომ, კი  ახალი საკადრო პოლიტიკითა და ახალი პოლიტიკური მოცემულობის ფორმირებით ხელი უნდა შეუწყოს ქართული პოლიტიკისა და ქვეყნის სრულ განახლებას.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ანონსი – კახა გვანცელაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას N153-ე ბაღიდან მიულოცავს

ანონსი 2019 წლის 16 სექტემბერს, 09:30 საათზე, კახაბერ გვანცელაძე თბილისის N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვევა და ...