Home » მთავარი » ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
Exterior view of the new NATO headquarters

ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. 27 ივნისს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრება.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები შვედეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელებს. საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებს.

ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრები 26-27 ივნისს გაიმართება. მინისტერიალის მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოდერნიზაციაა. განხილვის მთავარი საკითხები იქნება: რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა, პროგრესი კოალიციური ხარჯების განაწილებაში, ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია, ახალი ტექნოლოგიები და ნატოს მისია ავღანეთში.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...