Home » მთავარი » “ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას, ეს სასამართლოს შესაფასებელია“

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას, ეს სასამართლოს შესაფასებელია“

პროკურორი: კანონი ავალდებულებს პირს, გირაოში ყოფნის დროს  დაიცვას კანონი, თუმცა მელია ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის  ამირან გულუაშვილის განმარტებით,  ნიკანორ მელია დღეს  ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ავალდებულებდა.

„კანონი ავალდებულებს პირს, დაბარებისთანავე გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში, გაეცნოს დადგენილებას ბრალდების შესახებ. თუმცა, ნიკა მელია არ გამოცხადდა. კანონი ავალდებულებს პირს, რომ გირაოში ყოფნის დროს უნდა დაიცვას კანონი, თუმცა მან კანონი არ დაიცვა. აქედან გამომდინარე, მოცემული სამართლებრივი სივრცე და შესაძლებლობები, ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს კანონმდებლობაში, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე არ იძლევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას. ჩვენ გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, რომ მივმართოთ სასამართლოს და სასამართლომ იმსჯელოს. რას გადაწყვეტს სასამართლო, ეს სასამართლოს შესაფასებელია“. – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...