Home » ინტერვიუ » “ვქმნი ახალ პარტიას, გაუსვრელი ახალი სახეებით და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული ხალხით…”

“ვქმნი ახალ პარტიას, გაუსვრელი ახალი სახეებით და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული ხალხით…”

მაიკო ოქრუაშვილი

თავისუფლების ხვედრი ალბათ ყველაზე მეტად იმ ადამიანებმა იციან, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ძალადობა, თავისუფლების აღკვეთა…

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტია ადამიანი, რომელმაც წლების წინ, სრულიად ახალგაზრდამ ხელებზე ბორკილებით მისაღები გამოცდები ჩააბარა, მერე პოლიტიკური დევნილის სტატუსით დატოვა ციხე და გააგრძელა ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის.

ალექსანდრე ახალკაცის დაწერილ სტატუსებს რომ გადავხედეთ, გადავწყვითეთ რამდენიმე კითხვით დავკავშირებოდით.

-თქვენი პოსტების გადახედვის დროს გვიჩნდება კითხვა – ხომ არ აპირებთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და თუ კი, რომელიმე პარტიასთან თუ თქვენ თავად შექმნით ახალ პარტიას?

-პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების მანძილზე ეს კითხვა უკვე უამრავჯერ დასმულა. მე 2006 წლიდან სამიქალაქო აქტივისტი ვარ. ვიბრძვი ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრად მიმაჩნია. მტრობა მხოლოდ რუსეთის აგენტობაში არ აისახება. ყველა მტერია, ვინც ქართველ ხალხზე არ ფიქრობს და მხოლოდ საკუთარ ჯიბერბზე იყურება. ასევე ვინც ჩვენი სამშობლოს განვითარებას უშლის ხელა. სად იყო გახარიას მიერ აქციის დარბევა, მე რამდენი თვის წინ ,, დავეჯახე” და მოძალადე მინისტრად შევრაცხე. დიახ, მაშინ გამოხმაურება არ იყო ამ დონის, მაგრამ ფაქტია გახარია მაშინ უნდა გადამდგარიყო ახლა კი გადადგომ ცოტაა, გახარიას ადგილი დედარუსეთში მიბრძანება აღარაა, გახარია უნდა დაიჭირონ და პასუხი აგოს!

რაც შეეხება პოლიტიკას, რეჟიმთან ბრძოლის წლებში საკუთარი ოჯახი და გამზრდელები ვანაცვლე სამშობლოს და წამით არ დამიხევია უკან. კვირიკაშვილს ვიდრე გაათავისუფლებდნენ, ერთი წლით ადრე ღიად დავადანაშაულე კორუფციაში.

ახლა განსაკუთრებული დროა, ახლა წყდება საკითხი ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას თუ ისევ უკან 90-იანებში მიბრუნდება, ამიტომ გაჩერების დრო და მოვლენების გარედან ყურების დრო აღარაა. ყველამ,  ვისაც ქვეყანა გვიყვარს ფორმა უნდა ჩავიცვათ და ფტონტის წინა ხაზზე დავდგეთ. მდინარაძეებს, კობახიძეებს და მურუსიძეება არ უნდა შევატოვოთ საქართველო.

წავალ თუ არა პოლიტიკაში? კიდევ ერთხელ ვამბობ, აქამდე უამრავჯერ ვმდგარვარ ამ გზაჯვარედინზე, მაგრამ მე მაინც სამოქალაქო აქტივისტად ვრჩებოდი, უფლებადამცველად, მწერლად და ბიზნესმენად. დიახ, მიუხედავად იმისა რომ რეჟიმის ციხე გამოვლილს ოჯახი განადგურებული დამხვდა, ჯანმრთელობა უკიდურესად შერყეული, შევძელი ჩვენი ხალხისთვის ცოტა მაინც გამეკეთებინა, დღესდღეობით ასეულობით ადამიანი გვყავს დასაქმებული მე და ჩემს პარტნიორებს, უამრავ სოციალურად დაუცველს და დევნილს ვეხმარებით ღმერთის წყალობით,

აქამდე ეს უფრო სწორ გზად მიმაჩნდა მაგრამ ახლა, 30 წლის ასაკში, საიდანაც 5 წელი 5 თვე და 5 დღე ციხის ჯურღმულებში მაქვს გატარებული, ვიგრძენი რომ მიუხედავად მუდმივად სამშობლოს ჯარისკაცად ყოფნისა, ეს აღარაა საკმარისი ახლა გარდატეხვის დროა.

დიახ, პირველად თქვენთან და ხმამაღლა ვამბობ – მე მივდივარ პოლიტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ  მუდამ პოლიტიკაში ვიყავი, ახლა ეს წასვლა ახალი ბრძოლის დასაწყისია ჩემი საქართველოსათვის.

-საქართველოში 260 პოლიტიკური პარტიაა.

-დიახ, ვხედავ უამრავ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ის იდეოლოგია, ის რაც ჩვენს ხალხს უკიდურესი გაჭირვებიდან გამოიყვანს არავის აქვს. ყველას პარლამენტში ჯდომა უნდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩემი ინტერესი პარლამენტარობა რომ ყოფილიყო ახლა დეპუტატი ვიქნებოდი. მაგრამ არა, ჩემი ინტერესი და სურვილია საქართველო და ქართველი ხალხი. ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვეცლება და ახლა ბიზნესის, ჰაიჰარალოზე ცხოვრების დრო ნამდვილად არ არის!

შემიძლია ფეხიფეხზე გადადებულმა ვიცხოვრო მშვიდად, მაგრამ იცით მე ღმერთმა რატომ გადამარჩინა?

იცით ციხეში მკვდრებზე დაბმული რატომ არ გავგიჟდი ან არ მოვკვდი?

ის ჯვარი, რომელიც განგებამ მარგუნა ბოლომდე უნდა მივიტანო და ეს ჯვარი სამშობლოს სამსახური და საქართველოს ჯარისკაცად ყოფნაა.

დიახ, მე პოლიტიკური ჯარისკაცი ვარ და საბოლოოდ გადავწყვიტე პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკოსად გასვლა და გპირდებით, საქართბელოში პოლიტიკოსობა სასირცხვილო საქმე აღარასოდეს იქნება.

-ანუ ქმნით ახალ პარტიას…

-რაც შეეხება პარტიას, არ არსებობს პარტია, რომელსაც მათ რიგებში ჩემი ყოფნა არ სურდეთ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც კი და მათგანაცაა შემოთავაზებები, მაგრამ ნურას უკაცრავად, მე არცერთი პარტია არ მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის გადამრჩენად.

ბევრი მათგანი პირდაპირ სამარცხვინიები და სხვადასხვა ქვეყნის მონები არიან. დიახ, ვქმნი ახალ პარტიას.

ეს იქნება ახალი პარტია, ახალი ძალა, ახალი სახეები. ამოვიდა ყელში სულ ერთიდაიგივე პოლიტიკოსები. ხალხს შეაზიზღეს ცხოვრება, ტელევიზორი, ფეისბუქიც კი. დასრულდა მათი დრო, ახალი ეპოქა იწყება! და საქართველოს დიდებული დღეები ელოდება წინ! მე ამისთვის საკუთარ სიცოცხლესაც გავწირავ.

-ჩვენი ყურადღება მიიპყრო თქვენმა სტატუსმა, სადაც დეპუტატების რიცხვის შემცირებაზე საუბრობთ, თუმცა თუ განვლილ წლებს გადავხედავთ, ამაზე თქვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამახვილებდით ყურადღებას.

-სამ მილიონიან ქვეყანას და დაახლოებით 75 რაიონიან ქვეყანას რაშჯ ჭირდება 150 დეპუტატი და ასეუკობით მილიონი ლარის ხარჯვა? ვნახეთ 91 მონა ახლა ხომ? დიახ, ძველ საბერძნეში დემოკრატიის აკვანი სადაც დაირწა, ძალაუფლება ხალხის ხელში იყო. 75 დეპუტატი სრულიად საკმარისია, იქნება დიდი კონკურენცია, მაგრამ ყველას ეცოდინება 4 წლის შემდეგ კენჭს ვეღარ იყრიან.იქნება პრიმერები და დეპუტატებს ხალხი შეარჩევს საარჩევნოდ ყველა პარტიიდან და არა პარტიის ხელმძღვანელობა. აი მაშინ ნახავთ როგორ იშრომებენ.

კანონით უნდა აიკრძალოს სამთავრობო სტრუქტურებზე ბენზინის ვაუჩერები, პრემიები, დანამატები. ეს ასეულობით მილიონი ლარია ყოველ წელს რაც საშუალებას მოგვცემს უამრავი სასიკეთი და სახალხო საქმის კეთებისას. ეს ჩემი მოწოდებაა დიდი ხანია, ეს არავინ გააკეთა ჰოდა მე თავად დავიწყებ ამაზე ბრძოლას.

-რას ფიქრობთ ვადამდელ არჩევნებზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ნულოვან ბარიერზე?

-0% ბარიაერი ცუდია. ეს რუსულ სცენარად მიმაჩნია, ყველა პრორუსული ძალა პარლამენტში აღმოჩნდება. მაჟორიტარული საშინელი ფეოდალური სისტემა უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ მინიმუმ 3% მაინც უნდა გქონდეს მხარდაჭერა პარლამენტში რომ შეხვიდე.

სადღაც 12000 ადამიანი მოაგროვო და პარლამენტში იჯდე მერე და ჭამო ხალხის ფული? და ქვეყნისთვის იზრუნებს ასეთი კაცი? ეჭვი მეპარება ძალიან.

-თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ახალგაზრდული აქციები მიმდინარეობს, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს და უერთდებით თუ არა მათ მოთხოვნებს?

მეც ვიყავი აქციაზე, თურქეთიდან 3 დღით ადრე ჩამოვფრინდი სპეციალურად, გადავდე საქმეები, გულმა არ მომითმინა. თუმცა სიტყვით არ გამოვსულვარ. არიან ვიღაცეები, ვინც ქვეყნის მტრევად მიმაჩნია და რა ვქნა? ეს ჩემი ხედვაა. ახალგაზრდობას რაც შეეხება მაგათ ვენაცვალე, სწორედ ახალგაზრდობა მიმაჩნია ქვეყნის გადამრჩენად. ახლა მამების და შვილების ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და როგორც თავის დროზე ჩვენმა ყველას დიდმა მამამ, ჩემმა კუმირმა და ცხოვრების მაგალითმა ილიამ მოიგო, ასევე მოვიგებთ კიდევ ერთხელ შვილები. გახარიახე უკვე ვთქვი, ის არ უნდა გადადგეს, პირდაპირ მინისტრი უნდა დაიჭირონ და ამით შეიქმნას პრეცენდენტი ჩვენს ქვეყანაში, რომ მინისტრები და პრლამენტარები როცა დააშავებენ, ხელშეუხებლები არ არიან!

გახარიას ადგილი ციხეშია. ისევე როგორც მისი ხელშემწყობების, უანრავი პარლამენტარის, მინისტრის და ასე შ.

უფრო მეტიც შევარდნაძიდან მოყოლებული ვინც ხალხის ფული ჭამა, უნდა გადაეცენ სასამართლოს, მოხდეს მათი ქონებების კონფისკაცია და ხლხს დაუბრუნდეს ის ლუკმა პური რომელსაც აღეული წლებია უკვე პირიდან აცლიან და მუცლებს იყორავენ.

დიახ, მე ძალიან გაბრაზებული ვარ. გავიდნენ ხალხში და ნახავენ როგორ უჭირს ქვეყანას, მხოლოდ ცხვირწინ მათ ნათესავებს რომ უყურებენ.

დიახ, აღარ შეიძლება მოთმენა, ამათი აატანა, მე ახლავაზრდა კაცი, კიდევ ერთხელ ვდებ ყველაფერს გვერდზე და გავდივარ ფრონტის წინა ხაზზე. მე ვიცხოვრო მშვიდად ბედნიერად და ვუყურო ხალხს როგორ უჭირს? ვუყურო ქვეყანას როგორ ჯიჯგნიან? ასეთი ცხოვრება არ შემიძლია. და არც მაქვს უფლება ილიას, ვაჟას, კოსტავას, გამსახურდიას და შარტავას ქვეყანაში მშვიდად, ბედნიერად და მაძღარმა ვიცხოვრო.

დიახ, ვქმნი პარტიას და ამ პარტიაში ვერასოდეს ნახავთ ხელებგასვრილ, ბინძურ და ფულზე ორიენტირებულ სახეებს.

მოვუწოდებ ყველას, ვინც არასოდეს ყოფილა პარტიაში, მოდით და ერთად ავაშენოთ საქართველოსათვის მებრძოლი, თავდადებული და მზრუნველი პარტია. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვისაც სჯერა საქართველოს დიდებული მომავლის, ჩემი და ვინც არა თანამდებობების გამო წამოვა პოლიტიკაში, არამედ იმისათვის, რომ რეალურად აკეთოს საქმე!

მჯერა ჩვენ ის თაობა ვართ, ჩვენი შვილები რომ იამაყებენ და მათ აყვავებულ ქვეყანას რომ დავუტოვებთ.

-ვიცი, რომ ბოლომდე არ გვეტყვით კიდევ რა საკითხებზე აირებთ ყურადღების გამახვილებას და ჯერ ადრეც არის ამაზე საუბარი.

-დიახ, მჯერა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა პენსიონერი, სოციალურად დაუცველი( რომელთა რიცხვიც პურველივე წლებში 80-% ით შემცირდება, ყველა ვეტერანი, ყველა იძულებით გადაადგილებული პირი ჩვენ დაგვლოცავს და ჩვენ ამაყად ვივლით ხალხში, -წარმატებებს გისურვებთ და როცა პარტიას შექმნით იმედია კიდევ მოგვეცემა საშუალება გავისაუბროთ.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...