Home » მთავარი » პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა

პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშავებულმა მოქალაქეებმა საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ, ასევე, მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებს“,- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა.

„ახლა ჩვენ და მთელს საზოგადოებას გვაერთიანებს ერთადერთი, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს მათი გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ექიმებს და ექთნებს თავდადებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მათ სწრაფად შეძლეს კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დაშავებული თანამოქალაქეები მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მათ მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ასევე, ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებსაც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...