Home » მთავარი » ევროპის მოედანზე, 00:00 – 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ევროპის მოედანზე, 00:00 – 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე, ამაღამ 00:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 02 ივლისის 09:00 სათამდე დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა იქნება დაკეტილი).

ღონისძიების გამო, მოძრაობა აკრძალული იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის და მეტეხის ხიდის გავლით ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...