Home » მთავარი » “მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო”

“მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, რაც პარლამენტში მოხდა, იგულისხმება რუსი დეპუტატის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სკამში, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა.

კობახიძის განცხადებით, მან თავად შესთავაზა გუნდს, რომ დატოვებდა თანამდებობას და ამ მიზნით ესაუბრა კიდეც მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება თავად რუსი დეპუტატის ვიზიტს, კობახიძის თქმით, რისკებისგან თავის დაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც კითხვა დაისვა, რომ ჩემს გადადგომას ითხოვდა კონკრეტული პარტია, ამაზე მქონდა რეაქცია. ვიყავი სხვა ქვეყანაში და ასეთი ტიპის გადაწყვეტილების სხვა ქვეყანაში მიღება სწორი არ არის“, – განმარტა კობახიძემ.

რაც შეეხება რუს დეპუტატთან ფოტოს გადაღებას, კობახიძის თქმით, ეს იყო პროვოკაცია შინაარსობრივად და ფოტოს გადაღების დროს ვერავინ გაიქცეოდა.

„რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იყო მიღებაზე, რომელიც გაიმართა. როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, ადგილიდან ვერ გაიქცევი. ესეც იყო სამწუხაროდ ისეთივე პროვოკაცია, როგორც მეორე დღეს. ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე საუბარი – სხვათა შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გვქონდა იმ რისკებზე საუბარი, რომელიც იყო საქართველოში ასამბლეის ჩატარებასთან დაკავშირებული. მთავარი რისკფაქტორი იყო ის, რომ ასამბლეის პრეზიდენტი იყო რუსი დეპუტატი. ეს რისკები გვქონდა აწონილ-დაწონილი და შესაბამისი ზომებიც მივიღეთ, თუმცა რისკებისკან თავის დაზღვევა 100 პროცენტით შეუძლებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...