Home » ბლოგი » “ჩვენი ელზა” – პედაგოგის ყველაზე დიდი ჯილდო – სიყვარული და მადლიერება (ვიდეო)

“ჩვენი ელზა” – პედაგოგის ყველაზე დიდი ჯილდო – სიყვარული და მადლიერება (ვიდეო)

205-ე ბაღის პედაგოგი – ელზა ჩინჩახაშვილი, ან როგორც მას ბავშვები ეძახიან-ჩემი ელზა მასწავლებელი, მშობლები კი უბრალოდ და უშუალოდ-ჩვენი უმაგრესი ელზა…

ადამიანი, რომელიც თავის საქმეში მთელ ენერგიას, გულსა და სულს დებს, რადგან სხვაგვარად არ შეუძლია, იხარჯება ბოლომდე და შედეგსაც ამიტომ დებს. მის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება გრანდიოზულია, გემოვნებიანი და განსხვავებული, ამიტომაც სცდება ბაღის კედლებს და ღონისძიებიდან ღონისძიებამდე მუდამ ყურადღების ცენტრშია…

205-ე ბაღში 30 წელი ემსახურება თავის საქმეს და ყოველი ახალი თაობის დაფრთიანებისას უამრავ ახალ გულს იპყრობს, ელზა ის მასწავლებელია, აღსაზრდელები მუდამ რომ აკითხავენ და არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებენ…

აი რას ამბობენ მშობლები:

-ელზას სხვანაირად არ შეუძლია, პირველია ყველაფერში და თავის აღსაზრდელებსაც მაქსიმალისტებად ზრდის და ასწავლის. მე მყავს სახლში ასეთი ფუსფუსა ფუტკარი, დიდი მადლობა ელზა მასწავლებელს თითოეული წვლილისთვის, რაც ჩემი შვილისთვის გაუწევია… და ყველა მისი აღზრდილი ბავშვი ჩამოყალიბებული პიროვნებაა.. და ასეთი არაერთი მაგალითი გვყავს… სამაგალითო მასწავლებელს ყოველთვის სამაგალითო ბავშვები ჰყავს.

-შეუდარებელი დედა, პედაგოგი, მეგობარი, უსაყვარლესი ყველასთვის. მიყვარს და მეამაყება.

არაერთ თბილ და ამაღელვებელ წერილს იღებს მშობლებისგან, რაც არც თუ ისე ხშირია ჩვენს დროში.

-თქვენ პროფესიოონალიზმი 30 წლის წინაც სამაგალთო იყო და მისაბაძი .ასე გრძელდება დღესაც ,მასწავლებლების არაერთმა თაობამ ისწავლა თქვენგან მუშაობის სწორი პრინციპი , ამ წლების განმავლობაში თქვენ ისეთი თაობები აღზარდეთ ,რომლებიც დღეს (მე პირადად ვიცობ) საერთაშორისო ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლები არიან, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც ….. ბავშვობიდან გამოუმუშაო ბავშვს სწორი უნარები და ასწავლო პრიორიტეტები ეს ყველა პეაგოგს არ შეუძლია , აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ზიმებს, ეს ზეიმები ზღვაში წვეთია იმასთან, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველ დღე მეცადინეობების დროს და თავს არ ზოგავთ შაბათ- კვირას რომ მაქსიმალურად ბავშვები იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ აქტივობებში….. ბევრი პედაგოგისთვის მისაბაძი და სამაგალითო ხართ , კარგი იქნება თუ საქმესთან ერთად თქვენგან სიყვარულს და სიალალესაც ისწვალიან. ამაყი და ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით, უფალს მადლობა .

-ელზა მას… …შეუდარებელი ხართ არამარტო 205-ე ბაღისათვის, არამედ მთელი საქართველოს მაშტაბით..
…თქვენში არის ის ადამიანური ღირსებები, რასაც პატიოსნება და პასუხისმგებლობა ჰქვია სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად.. ჩვენი შვილების აღსაზრდელად არ იშურებთ ენერგიას რაც ნათლად აისახება მათზე..თქვენი ბავშვები გამორჩეულები არიან სხვა თავის თანატოლი ბავშვებისაგან  …..სიმართლე რომ ვთქვა, მაგ ბაღშიც თქვენს გამო მოვიყვანე ჩემი გოგოები, რადგან თქვენი სახელი ყველგან ყველაზე დიდი პოზიტივით და სიყვარულით ისმის, ეს თქვენი დაუღალავი შრომის დამსახურებაა…..საუკეთესოხართ ! გვიყვარხართ! წარმატებები ღირსეულო პედაგოგო, რომელის სახელსაც ამაყად ატარებთ 30 წლის მანძილზე.

უამრავ ასეთ წერილს და შეფასებას იღებს ელზა მასწავლებელი მშობლებისგან და უკვე სკოლაში წასული აღსაზრდელებისგან, ამიტომაც არის, რომ მშობლები მუდამ გვერდში უდგანან და ასე ერთად შეუძლებელსაც კი აკეთებენ, თუნდაც ეს ცეკვა, რამდენი შრომაა ჩადებული, ეს კი მასწავლებლის სიყვარულის და პატივისცემის გარეშე წარმოუდგენელია…

წელს ელზა მასწავლებელს ბაღში ვარსკვლავი გაუხსნეს – ყველაზე ღირსეული და კაშკაშა ვარსკვლავი, რადგან ის სიყვარულით და მადლიერებით არის გამსჭვალული.

მოდით კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი ელზა ჩინჩახაშვილის ჯადოსნურ სამყროს.

ჯადოსნური, ზღაპრული მეჯლისი 205-ე ბაღში – “ფუტკრები” გილოცავთ! (ვიდეო)

205-ე ბაღის „ფუტკრები“ შემოდგომის ფესტივალიდან მოხუცთა პანსიონში

205-ე ბაღის „ფუტკრები“ შემოდგომის ფესტივალიდან მოხუცთა პანსიონში (ვიდეო)

ახლა კი უფრო ვრცლად ელზა ჩინჩახაშვილის შესახებ.

ელზა ჩინჩახაშვილი – უშრეტი ენერგიით 34 წელი ჩვენი პატარების აღზრდის სამსახურში!

 

 

Facebook Comments
x

Check Also

აქციის მონაწილეები რუსთაველისკენ დაიძრნენ

პუშკინის სკვერიდან აქციის მონაწილეები რუსთაველისკენ დაიძრნენ. Facebook Comments