Home » მთავარი » ნულოვანი ბარიერით, ერთჯერადად, იქნება ერთგვარი „რესტარტი“ პოლიტიკური პარტიებისთვის

ნულოვანი ბარიერით, ერთჯერადად, იქნება ერთგვარი „რესტარტი“ პოლიტიკური პარტიებისთვის

„პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით, ერთჯერადად, იქნება ერთგვარი „რესტარტი“ პოლიტიკური პარტიებისთვის და ამ „რესტარტის“ შემდეგ, პოლიტიკურ სისტემას შეუძლია მოემზადოს ბარიერიანი პროპორციული არჩევნებისთვის 2024 წელს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბლოკების გაუქმება პოლიტიკური პარტიების გაერთიანებს უშლის ხელს.

„ვერ დავეთანხმები მათ. თუ მათ სურთ გაერთიანება, მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ და ერთი პარტიით მიიღონ მონაწილეობა და ნულოვანი ბარიერი რეალურად მინიმუმამდე ამცირებს იმის ალბათობას, რომ ვიღაცას იძულებით მოუწიოს გაერთიანება სხვა პარტიასთან. ამიტომ, ორივე შესაძლებლობა სახეზეა და რეალურად, ნულოვანი ბარიერი, მე ასე ვხედავ, რომ პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით ერთჯერადად იქნება ერთგვარი „რესტარტი“ პოლიტიკური პარტიებისთვის, ყველასათვის და ამ „რესტარტის“ შემდეგ უკვე პოლიტიკურ სისტემას შეუძლია მოემზადოს ბარიერიანი პროპორციული არჩევნებისთვის 2024 წელს, რომელიც არის ევროპული პრაქტიკა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

Facebook Comments
x

Check Also

ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი ...