Home » ეკონომიკა » ქართული ღვინის პრეზენტაცია აშშ-ს ქალაქებში

ქართული ღვინის პრეზენტაცია აშშ-ს ქალაქებში

ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში გაიმართა. პრეზენტაცია, დეგუსტაციებთან ერთად, ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეღვინის ინდუსტრიის შესახებ სემინარს მოიცავდა.ღონისძიებებს ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (TaylorParsons) უძღვებოდა.

აღნიშნული პრეზენტაციები დაფინანსებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,MarqEnergieConsulting’’ იყო.

ქართული ღვინის წარდგენას ქართველი ღვინის მწარმოებლები, ადგილობრივი ღვინით მოვაჭრეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.  ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტისტაბილურად მზარდია. 2019 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 354 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ია.

Facebook Comments
x

Check Also

“მქონდა ენგურს იქით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის შემოტრიალება…”

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ ...