Home » მთავარი » 1993 წლის 2 ივლისი, ტამიშთან, რუსულმა დესანტმა სრულად გაანადგურა დუშეთის ბატალიონი!

1993 წლის 2 ივლისი, ტამიშთან, რუსულმა დესანტმა სრულად გაანადგურა დუშეთის ბატალიონი!

გიორგი ბედოშვილი

-1993 წლის 2 ივლისი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში და მით უფრო დუშელებისათვის, რადგან ამ დღეს, ტამიშთან, რუსულმა დესანტმა სრულად გაანადგურა დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ ყოფილა “ერთმორწმუნე” რუსთაგან ქართული სისხლის დაღვრის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ მართლმადიდებელ კომუნისტს არ გადავაყოლოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენულობა და ამ სუვერენულობის რეალური მესაკუთრე – ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ყველა დონეზე, გამოფხიზლდით და პატივი მიაგეთ მათ ვინც ყველაზე ძვირფასი – ღვთივბოძებული სიცოცხლე განგების სასწორზე შეაგდო, საკუთარი სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულის სანაცვლოდ.

მარადიული დიდება გმირებს!

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...