Home » ინტერვიუ » “რეჟიმმა დაგვანგრია! “ოცნებამ” მოგვატყუა! ჩვენ გავაკეთებთ – კომპენსაცია რეჟიმგამოვლილებს და სამართლიანობა!”

“რეჟიმმა დაგვანგრია! “ოცნებამ” მოგვატყუა! ჩვენ გავაკეთებთ – კომპენსაცია რეჟიმგამოვლილებს და სამართლიანობა!”

ალექსანდრე ახალკაცმა უკვე დააანონსა, რომ ახალ პარტიას ჰმნის, რამაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი და ამავე დროს არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. ზოგმა ისიც დაწერა, ახალკაცი “ვიღაცის თააშს თამაშობს და პარტიის შექმნაზე რეალურად საუბარიც არ არისო”.

GmTV ყოფილ პოლიტპატიმარს, მწერალ ალექსანდრე ახალკაცს კიდევ ერთხელ ესაუბრა.

-პარტიის შექმნა ხომ არ გადაგიფიქრებიათ?

-რა თქმა უნდა არა, ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. უახლოეს მომავალში გამცნობთ ჩვენს პოლიტიკურ მიზნებს და სამოქმედო გეგმას.

– თქვენ, როგორც მიშას დროს პოლიტიკურად დევნილი და რეჟიმის პირობებში ნაწამები ადამიანი, რას პირდებით იმ ხალხს, რომლებმაც ციხეები გამოიარეს, რეჟიმმა აწამა და ა. შ.?

-ეს ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ყველას კარგად გვახსოვს როგორ გვპირდებოდა ქართული ოცნება სამართლიანობის აღდგენას, რომელიც ლამაზ დაპირებად დარჩა. ასიათასობით ადამიანია ვისაც პირადად შეეხო რეჟიმის დროს ციხეების გამოვლა, საპროცესოების გადახდა, ოჯახის წევრების წამება, დაინვალიდება…

ეს ადამიანები ქართულმა ოცნებამ ფეხებზე დაიკიდა.

მათთვის არაფერი გააკეთა. მე კარგად ვიცი, ჩემს თავზე მაქვს გამოვლილი ეს ყველაფერი, რა ხდებოდა ციხეებში ვერავინ მასწავლის, რა ხდებოდა გარეთ, რას უშვებოდნენ ადამიანებს, როგორ ატერორებდნენ ბიზნესს, როგორ ართმევდნენ ქონებებს, პროკურატურაში ათასობით საქმე დევს თაროზე, ადამიანების, რომელთაც მილიონების ქონებები წაართვეს, პოლიტიკური ნება არ იყო, იკოჰაბიტირეს და რაღა პოლიტიკური ნება იქმებოდა!

ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობდა ამ ადამიანების რეაბილიტაცია და ოცნებამაც სწორედ ეგ გააკეთა.

ეს ადამიანები გაწირეს

უსამართლობის მსხვერპლი ხალხი, რომელთაც ოცნების იმედი ჰქონდათ, ისევ უსამართლობისათვის გაწირეს! ამ ხალხს გვერდზე  დგომა სჭირდება.

ამიტომ აუცილებლად ჩვენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დავიწყებთ ყველა რეპრესირებულის რეაბილიტაციას. განურჩევლად საქმეებისა, თუ ვაღიარებთ რეჟიმი იყო, თუ ვაღიარებთ ციხე ადამიანის გამოსასწორებელი ადგილია და მერე გვსურს ეს ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ სახელმწიფო გვერდზე უნდა ედგეს.

ეს აპრიორია, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით 80% ადამიანების საერთოდ ტყუილად, შეკერილი საქმეებით იყვნენ დაჭერილნი და ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ მათ? მურუსიძის?? რომელიც თავად იყო შემოქმედი ამ ყველაფრის??

ჩვენ პირდაპირ მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს, ვისაც საპროცესოებში ჰქონდათ ფული გადახდილი დაუბრუნდებათ უკან.

ყველას ვისაც შეუფარდეს საპროცესო, ვერ გადაიხადეს და ამის გამო მოხვდნენ ციხეში და წამების მსხვერპლნი გახდნენ, დავუბრუნებთ მათ ოჯახებს ამ თანხებს.

ყველას, ვინც ციხე გამოიარა მიშას დროს, სახელმწიფო დაუდგება გვერდით და მათ მისცემს კომპენსაციებს და მოუხდის ბოდიშს იმის გამო, რომ საქართველოში, მათ სამშობლოში ასეთი ხელისუფლება ვაპარპაშეთ.

-მართლა ფიქრობთ რომ ამის გაკეთებას შეძლებთ? შეგიძლიათ მითხრათ საიდან მოიტანთ ამხელა თანხებს?

-საიდან მოვიტანთ ამ თანხებს რომელიც ასეულობით მილიონი ლარი იქნება?

კანონით ავკრძალავთ ყველა სახელმწიფო უწყებაში ბენზინის ვაუჩერებს, ეს უკვე ყოველ წელს დაზოგილი ასეულობით მილიონი ლარია, კანონით ავკრძალავთ ძვირადღირებულ ავტომობილებს, ხოლო არსებულს გავყიდით აუქციონზე,

კანონით აიკრძალება პრემიები და დანამატები, ვისაც ეს არ მოსწონს არ ესაქმება ქვეყნის შენების სათავეებთან. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებაში მხოლოდ ქვეყნის მოყვარული პატრიოტები უნდა მოვიდნენ და არა ფულზე ორიენტირებული ნაძირლები!

-მესმის, რომ  თქვენ ამდენი წლის შემდეგაც არ შეგუებიხართ კოჰაბიტაციას და დღემდე იბრძვით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ მოდი და ოცნებამ იგივე რომ შესთავაზოს საზოგადოებას ან სხვა პარტიებმა, მარტო თქვენ ხომ არ გაქვთ ეს აზრი, მაშინ  რას ფიქრობთ?

-(იცინის) როგორ გგონიათ, ამდენი წლის მანძილზე პოლიტიკაში რატომ არ წავედი? ან ახლა ამხელა ტვირთის აღება ასე ადვილია ახალგაზრდა კაცისთვის?

აღარ მჯერა და რატომ არ მჯერა იცით? ისევ უნდა მოგვატყუონ,

ამდენი წელი ჰქონდათ ამისთვის და გაეკეთებინათ, აღედგინათ სამართლიანობა!

სანამ სამართლიანობა არ აღდგება, მანამდე ქვეყანა განვითარების გზას ვერ დაადგება, რადგან ასიათასობით ოჯახი დააქციეს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ,

ამ ბრძოლას ახლა მე ჩავუდგები სათავეში და ნახავთ როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა!

-ხმამაღალი განცხადებაა და რაღაც მიამიტურიც.

-სულაც არა! არც სახელმწიფოს ფულებით, ტენდერებით, მიწებით გამილიონერებული ხალხის დაჭერას და მათი ქონებების კონფისკაციას მოვერიდებით, ქვეყანა გაატყავა შევარდნაძის დროიდან მოყოლებული თითქმის ყველა პოლიტიკოსმა და ეს უნდა შევარჩინოთ? ხალხის ფული შევარჩინოთ? არავითარ შემთხვევაში!

-მგონი ამ განცხადებით ამ ამ კატეგორიის ადამიანებს გაანაწყენებ და ხმებსაც დაკარგავ…

-ძალა და ქვეყანა ეკუთხვნის ხალხს და არა თითზე ჩამოსათვლელ გაზულუქებულ მილიონრებს, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ამ გზაზე ყველა ვინც უსამართლობებში მონაწილეობდა დაისჯებიან!

ყველა თაროზე შემოდებული საქმე იქნება გამოძიებული და რეპრესირებულ ადამიანეებს სახელმწიფო დაუბრუნებს ყველაფერს, რაც უკანომოდ წაართვეს.

ესაა ჩემი ურყევი პოზიცია წლებია უკვე.

-დაპირებების უხვად გაცემა პოლიტიკოსების სენია, იქნებ მართლა მოხდეს სასწაული და ვიღაცამ აასრულოდ დაპირება უკვე სავარძელში მოკალათებულმა. წარმატებას გისურვებთ და ერთ გეტყვით – თუ ნამდვილად შეძელი და მოხვედი ხელისუფლებაში, ამ დაპირებებს აუცილებლად შეგახსენებთ.

“ვქმნი ახალ პარტიას, გაუსვრელი ახალი სახეებით და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული ხალხით…”

“ვქმნი ახალ პარტიას, გაუსვრელი ახალი სახეებით და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული ხალხით…”

Facebook Comments
x

Check Also

მმართველ გუნდში ყველა შემოთავაზებულ ვერსიას განიხილავენ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ყველა შემოთავაზებულ ვერსიას განიხილავენ. კობახიძემ აღნიშნა, ...