Home » მთავარი » 100 კაციანი ჯგუფი შსს-სკენ მიემართება, პრაიდის წევრები კი ტოვებენ ამ ტერიტორიას

100 კაციანი ჯგუფი შსს-სკენ მიემართება, პრაიდის წევრები კი ტოვებენ ამ ტერიტორიას

თბილისი პრაიდი ამ წუთებში შს სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს.

ისინი ამბობენ, რომ უახლოესი 1 საათი აქ იხმაურებენ და გააპროტესტებენ მარშის ჩაშლას.

როგორც ჩვენმა კორესპოდენტმა გვაცნობა, ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 100 კაციანი ჯგუფი შსს-სკენ მიემართება, თუმცა პრაიდის წევრები ტოვებენ ამ ტერიტორიას.

პრაიდის წევრები ამბობენ, რომ “ღირსების მარში” მაინც შედგა, იმ ფორმით არა, როგორც ფიქრობდნენ, მაგრამ მაინც შედგა.

-ჩვენ არ შეგვეშინდა მოძალადე ჯგუფების, გამოვედით და ჩვენი ხმა ასე თუ ისე მივაწვდინეთ საზოგადოებას. ღირსების მარში მაინც შედგა – ამბობენ აქციის მონაწილეები.

იხ.

თბილისი პრაიდი ამ წუთებში შს სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს

 

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments