Home » მთავარი » “ღამე რუსთაველზე დარჩენა ავტომატურად ნიშნავდა ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ წასვლას”

“ღამე რუსთაველზე დარჩენა ავტომატურად ნიშნავდა ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ წასვლას”

ზვიად ტომარაძე

– 8 ივლისს საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა დავიკავეთ რუსთაველის გამზირი, რათა არ მომხდარიყო დაანონსებული ლგბტ მარშის ჩატარება, შედეგი მიღწეულ იქნა, შესაბამისად ნაწილი ადამიანებისა ვთვლიდით (მათ შორის მეც), რომ აქცია ღამის 12 საათის შემდეგ უნდა დაგვესრულებინა და ანტიდისკრიმინაცილი კანონიდან ტერმინების ამოსაღებად უნდა დაგვეწყო კონსულტაციები დეპუტატებთან.

გარდა ამისა, ღამის 12 საათის შემდეგ რუსთაველზე დარჩენა ავტომატურად ნიშნავდა ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ წასვლას (ის სხვა საკითხია რომ ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფორმები განსხვავებულია).

აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსთაველზე აქცია უნდა გაგრძელებულიყო, რაც მათი უფლებაა, მაგრამ ორ ლიბერალურ ძალას შორის ჭიდილში ჩარევა არასწორია, მიუხედავად იმისა, რომ სიმპატიები ნაკლები უბედურების მომტანი ძალის გაგვაჩნია.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...