Home » მთავარი » როგორ შევაფასოთ პუტინის გადაწყვეტილება?..ქართველი ხალხი თუ უყვარს, უნდა იცოდეს…

როგორ შევაფასოთ პუტინის გადაწყვეტილება?..ქართველი ხალხი თუ უყვარს, უნდა იცოდეს…

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ექსპერტ-ანალიტიკოსი

-როგორ შევაფასოთ პუტინის გადაწყვეტილება?

მას თავისი მიზნები აქვს.

ემბარგო გამოიწვევდა სრულ გაუცხოებას, რაც, ლოგიკიდან გამომდინარე, არაა რუსეთის ინტერესებში.
ასევე, ამ გადაწყვეტილებით ის კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთისადმი პოზიტიურ განწყობებს.

ღვინის, გზავნილების, ბორჯომის რატომ თქვა უარი და ტურისტული რატომ შემოიღო, თუ ასე ვუყვარვართ?!

ისე, ბორჯომი რუსული კომპანიაა ვის უცხადებდნენ ემბარგოს გაუგებარია.

ტურისტები თავისთვის უნდა. დღე და ღამე მიდის შიდა ტურიზმის რეკლამა.

ასევე, კალინინგრადში ელექტრონული ვიზები შემოიღეს, რათა ევროპელებმა გამარტივებულად იარონო და ერთ დღეში დარეგისტრირდა 4500 მსურველი.

ლენინგრადის ოლქში ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმი ასევე ტურისტული მიზნებისთვის გაამარტივეს.

რუსეთში სოფლის ტურიზმის რეკლამასაც კი იწყებენ და ტურისტებს საქონლის მოწველას და სხვა ეგზოტიკას სთავაზობენ. არყის გამოხდის ტურებამდე ჯერ არ მისულან.

ჩვენთვის გამოცხადებული ტურისტული ემბარგოს შემდეგ სანქტ-პეტერბურგში ტურისტული ფორუმი ჩატარდა.

ცდილობენ ტურისტების ნაკადის გაზრდას ყირიმში, რათა ცენტრიდან ნაკლები რესურსების მიმართვა იყოს საჭირო.

აი ასეთი ფონი ახლავს ტურისტულ ემბარგოს.

ისე, იმდენ სტრატეგიულ ობიექტს ფლობენ, კაპიკებში ჩავახუტეთ, იქეთ დავადებთ ემბარგოს, მაგათ საყვარელ ვენესუელასავით, გამოვაცხადებთ რუსული კომპანიების ნაციონალიზაციას.

რაც შეეხება გაბუნიას “შეწყალებას”, ეს ლოგიკური იყო, რადგან მას რომ რაიმე მოუვიდეს, საერთაშორისო დონეზე დაადანაშაულებდნენ. ასე კი სათქმელი აქვს.

ჩვენი მისამართით რაც ილაპარაკა, მასე რომ ემოქმედათ 1993 ან 2008 წელს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა იქმებოდა, თუმცა ვნახეთ ქართველი ხალხის სიყვარული. ქართველი ხალხი თუ უყვარს, უნდა იცოდეს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ყველა ქართველის თავმოყვარეობის ზღვარზე გადის.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...