Home » მთავარი » “რაც ვნახეთ, არ არის ერთი ჟურნალისტის „შეცდომა“ – ეს არის საერთო პოლიტიკის და გეგმის ნაწილი”

“რაც ვნახეთ, არ არის ერთი ჟურნალისტის „შეცდომა“ – ეს არის საერთო პოლიტიკის და გეგმის ნაწილი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მოხდა, ერთი ჟურნალისტის შეცდომა არ იყო.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის და ეს არის კიდევ ერთხელ მათი წესები, როგორიც აქვთ მათ შიგნით, როგორც ექცევიან ისინი თავისივე გუნდის წევრებს, ეს გასაგებია და მე ამ შეფასებებში არ შევალ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, ეს პროვოკაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, არ არის ერთი ჟურნალისტის „შეცდომა“ და არ არის ერთი ჟურნალისტის მოფიქრებული. ეს არის „რუსთავი 2“-ის და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც გარედანაც იმართება და იცით, რომელ ქვეყანაში არის მათი ხელმძღვანელი და მათი უფროსი და რომელიც იმართება შიგნიდანაც იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელიც აქ არის ადგილზე. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის იზოლირებული ნაბიჯი და რაღაც ერთეული შემთხვევა. ეს არის მათი საერთო პოლიტიკის ნაწილი და ეს არის მათი საერთო გეგმის ნაწილი. მითუმეტეს, ჩვენ გვახსოვს წინა თვეებში განცხადებები, როდესაც ეს ადამიანები პირდაპირ აკეთებდნენ მინიშნებებს და განცხადებებს დესტაბილიზაციაზე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ უნდა აადუღონ ქვეყანა. ესეც ხომ არ იყო მოგონილი სიტყვები: „უნდა ავადუღოთ ქვეყანა, უნდა ავადუღოთ სამეგრელო“. თვეებია უკვე გრძელდება ეს რიტორიკა, ეს განცხადებები და შესაბამისად, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ბოლო დროის პროვოკაციებიც იყო ამ საერთო გეგმის და მათი ხედვის ნაწილი იმ გეგმის ნაწილი, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ არის რეალურად რაღაცის მომტანი მათთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ არავითარ შესაძლებლობას, არავითარ საშუალებას არ მივცემთ ჩვენ ამ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ დესტაბილიზაციის გზით, არეულობის გზით, ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებით, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაზიანებით მიიღონ რამე პოლიტიკური დივიდენდები. ეს იქნება შეუძლებელი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...