Home » მთავარი » ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად  ფეხით გადაუარეს.

ივანიშვილი კლავს, დემოკრატია კვდება – ამ ინგლისურენოვანი წარწერებით და ტრანსპარანტებით დახვდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს ბათუმში ქართველი ახალგაზრდები.

ბათუმში არიან თბილისიდან ჩასული ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეებიც. ისინი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

სალომე სამადაშვილმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ “გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას, ვინაიდან რამდენიმე კვირის წინ საქართველოში სამთავრობო ძალებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია”.

-მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა და მთელი რიგი სხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებდა ძალადობრივ გადატრიალებას. ასე აფასებენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომლის საფუძველიც გახდა ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა დაიკავა. თუკი მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ვფიქრობთ, რომ ეს გამოწვევა იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის,“- განაცხადა სამადაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“მქონდა ენგურს იქით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის შემოტრიალება…”

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ ...