Home » მთავარი » „რა თქმა უნდა არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში…”

„რა თქმა უნდა არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში…”

„ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე“, ამით გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განმარტა, რატომ მივიდა პარლამენტში 20 ივნისს.

„რა თქმა უნდა არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო.

ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.

Facebook Comments
x

Check Also

“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე -“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, ...