Home » მთავარი » ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა, ბექა ბასილაიამ, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს და ვახტანგ სიხარულიძემ, რომელიც  17 დღეა  პარლამენტის წინ შიმშილობს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე მათგანს სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ჰქონდა, ერთს კი მაღალი არტერიული წნევა. მოშიმშილეები მედიკამენტების მიღებაზე და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ისინი შიმშილობას აღარ გააგრძელებენ.

გიორგი გახარიას გადადგომამდე ბექა ბასილაია პარლამენტთან აქციებს დაესწრება და პროტესტს ასე გამოხატავს.

Facebook Comments
x

Check Also

აქციაზე ძალიან ბევრნი ვიქნებით, ათასები…

მარიამ ახალკაცი უმრავლესობის აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კომენტარი აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. თორნიკე რიჟვაძის კომენტარს ...