Home » მთავარი » დროა დაპირისპირების ნაცვლად, ყველამ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ

დროა დაპირისპირების ნაცვლად, ყველამ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ

კახა კალაძე: ხალხი  ამდენი პოლიტიკით  დაიღალა, დროა დაპირისპირების ნაცვლად, ყველამ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ

ხალხი  ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან  დაიღალა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ  საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება  არა დაპირისპირებაზე, არამედ   საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი. არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ  პოზიტივზე, სამომავლო პროექტებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. სულ გვესმის „ოცნება“,  „ნაციონალური  მოძრაობა“, „ევროპული საქართველო. ვხედავთ დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას, ლანძღვა-გინებას. ხალხი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა. მოდი, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი  და უფრო განვითარებული  იყოს, სადაც ხალხი უფრო ბედნიერად იცხოვრებს. ჩვენ ხომ ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და გამოვიყენოთ ეს რესურსი ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ...