Home » მთავარი » ლიტერატურული კონკურსი “თავისუფლება” – უამრავი სიურპრიზი და მთავარი პრიზები… (ვიდეო)

ლიტერატურული კონკურსი “თავისუფლება” – უამრავი სიურპრიზი და მთავარი პრიზები… (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” ატარებს ლიტერატურულ კონკურსს “თავისუფლება”

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მაშტაბით ახალგაზრდებს მე-8 კლასიდან პირველი კურსის ჩათვლით.

ლიტერატურული ნაწარმოებები უნდა გამოგზავნოთ მეილზე:

mailto:Ngo.youngforyoung@gmail.com

ან

geomediatv.ge@mail.ru

კონკურსი იწყება 17 ივლისს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა შეგიძლიათ 15 აგვისტომდე.

თქვენ გელით პრიზები და მთავარი პრიზი-გამარჯვებულები დაისვენებენ ბაზალეთზე, ილტოზაში 5 დღის განმავლობაში. ყოველ საღამოს გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ასევე კონკურსის დასრულების შემდეგ დაიბეჭდება ალმანახი.

საკონკურსო ნამუშევრები ასევე აიტვირთება ვებ-გვერდზე gmtv.ge

იჩქარეთ და გამოავლინეთ შესაძლებლობები!

ჩამოთვლილის გარდა კიდევ უამრავი პრიზი და სიურპრიზია, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ შევინახავთ.

კონკურსის მედიამხარდამჭერია GmTV

საკონკურსო ნაწარმოებს თან უნდა ახლდეს ავტორის მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი.

ალექსანდრე ახალკაცი

კონკურსის ინიციატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” ხელმძღვანელი.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...