Home » მთავარი » შს მინისტრი პროკურატურაში გამოიკითხა

შს მინისტრი პროკურატურაში გამოიკითხა

20 ივნისის აქციის დარბევა – შს მინისტრი პროკურატურაში გამოიკითხა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, კითხვები ბევრი იყო და მან ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.

„ყველა კითხვა,რომელიც აინტერესებდა მიმდინარე გამოძიებას, მოგეხსენებათ რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო,”-განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლების საზრუნავი მხოლოდ ის არის, რომ აქციაზე დაშავებულ ადამიანებს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

“შს სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითად  საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი უკანონო აქციის დროს დაზარალებული ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, რასაც ვაკეთებთ.

გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება ,რომელიც მიმდინარეობს შს სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი,რომელმაც პირდაპირ მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი,რასაც მოჰყვა სისტემური შტურმი პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად, საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,“-აცხადებს შს მინისტრი.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...