Home » მთავარი » “მთავარია მოსახლეობა კმაყოფილია, რაც ძალიან მახარებს…”

“მთავარია მოსახლეობა კმაყოფილია, რაც ძალიან მახარებს…”

საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩა N 10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ პროექტს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, გამგეობის თანამშრომლები და მაჟორიტარის წარმომადგენლობის თანამშრომლები გაეცნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი კაუჩუკის საფარით მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა.
აგრეთვე, განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ბოძები დამონტაჟდა და ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა. ასევე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოიჭრა დაზიანებული ხეები, რომლებიც ახალი ხე-მცენაარეებით სექტემბრიდან ჩანაცვლდება.
გარდა აღნიშნული სკვერისა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარიაძის მაცხოვრებლების მიერ, საკუთარი ძალებით გამწვანებული ეზოც დაათავლიერა.

“ძალიან კარგი სკვერი გამოვიდა, კიდევ ერთი მწავნე, თანამედროვე მოსასვენებლი სივრცე შეემატა ჩემს ოლქს, რაც ძალიან მახარებს. რაც მთავარია მოსახლეობაც კმაყოფილია. სკვერში სექტემბერში კიდევ დაირგვება ხეები და უფრო გამწვანდება. დღეს ასევე მოვინახულე ზაქარიაძის მაცხოვრებლების ხელით გამწვანებული ერთ-ერთი ეზო, ამ ქუჩაზე ეს არაა პირველი შემთხვევა,ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ საცხოვრებელ გარემოზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ” – აღნიშნა დავით უთმელძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...