Home » მთავარი » ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში

საგანგებო ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში რუსთავი 2-ის საქმეზე სტანსბურგის გადაწყვეტილების შესახებ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო. მინისტრის ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინარეობს.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დადგინდა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

Facebook Comments
x

Check Also

“სირცხვილია”, “შენ მოგვატყუე” – წილოსანის პასუხი საზოგადოებას

ლანჩხუთში – აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას ცდილობენ სადაც მათ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს ...