Home » მთავარი » “სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება”

“სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძე და დვალი ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას ულოცავენ, თუმცა დასძენენ, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მფლობელებს „არაკანონიერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია“.

„ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – წერია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

„იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ფიზიკურად მე გავუსწორდი და მე ვცემე

მარიამ ახალკაცი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს ოპოზიონერი წევრი  გუშინდელ ინცინდენტზე კომენტარს  აკეთებს: „იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ...