Home » მთავარი » “ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას…”

“ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას…”

„რუსთავი 2″-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ გასაჩივრების მექანიზმს აუცილებლად გამოიყენებს და გადაწყვეტილების ნაწილს დიდ პალატაში გაასაჩივრებენ.

„გადაწყვეტილება გასაჩივრდება იმ ნაწილში, რომელზეც სასამართლომ თქვა, რომ არ იქნა დარღვეული კონვენცია, ეს არის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში. თუ დიდ პალატაში როდესაც გავასაჩივრებთ, დადგინდა, რომ დარღვეული იქნა მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოსამართლეები, მათ შორის ურთმელიძე და სხვები არ იყვნენ მიუკერძოებლები, ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი., შანსები დიდია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამით არაფერი დასრულდება და ხელისუფლების ნებისმიერი სახის მცდელობა, რომ აღარ მოისმინოს კრიტიკული აზრი, იქნება უიმედო, ვინაიდან „რუსთავი 2“, როგორც იქნება, რა ფორმითაც იქნება, რა კოლექტივითაც იქნება, სადაც ვიქნებით, ისეთივე მაუწყებლობას გავაგრძელებთ ისეთივე მაუწყებლობას, როგორც გვქონდა, თუ დახურავს ქიბარ ხალვაში, ან გადააქცევს ისე, როგორც უქნეს მაესტროს და საერთოდ გააქრობს რადარებიდან, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და ქართველი საზოგადოება ამას შეაფასებს. ძალიან სამწუხაროა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ ვერ გაითვალისწინა კონტექსტი, სამწუხაროა, რომ რუსეთის მიერ გაჟღერებული მესიჯები „რუსთავი 2-ის“ დახურვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ძალიან ემთხვევა ამ ყველაფერს და პრაქტიკულად, ხელისუფლება აისრულებს ოცნებას,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

აქციაზე ძალიან ბევრნი ვიქნებით, ათასები…

მარიამ ახალკაცი უმრავლესობის აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კომენტარი აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. თორნიკე რიჟვაძის კომენტარს ...