Home » მთავარი » თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მოზარდი მოინახულა

თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მოზარდი მოინახულა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში მცხოვრები ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მოზარდი მოინახულა და პირადი საჩუქრები გადასცა.

16 წლის ანა ქოგაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

,,გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ანანოს სულის სიძლიერითა და მხნეობით. მინდა, მან მუდამ მიგულოს მის გულშემატკივრად და გვერდში მდგომ ადამიანად. მიმაჩნია რომ, მისი მაგალითი, ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის სიყვარული აჩვენებს რომ, ადამიანს ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია. ასევე, არანაკლებ მისაბაძია ის მეგობრული თანადგომა რომელსაც მისი მეზობლები, თანაკლასელები და უბნელები იჩენენ. ანანოს მალე გამოჯანმრთელობას და თანატოლების გვერდით დგომას ვუსურვებ!’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ანა ქოგაძე თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბენეფიციარია და თბილისის მერიიდან და ნაძალადევის გამგეობიდან შესაბამისი დახმარება აღმოეჩინა. ასევე, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით საქველმოქმედო აქციის ,,ბავშვები ბავშვებიშვის’’ ფარგლებში ფინანასურიმხარდაჭერა გადაეცა.

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...