Home » მთავარი » დაკავებულის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა

დაკავებულის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა

ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა.

დაკავებული შეუძლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა და ის უკვე მესამე დღეა, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

მისი ინტერესების დამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

წყარო: რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

აუცილებელია ეროვნული პოლიტიკისა და ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება

თამთა მეგრელიშვილი იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი -არ არსებობენ ბავშვები – არსებობენ ადამიანები” იანუშ ...