Home » მთავარი » “არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას არ არიან თუ სწორად ესმის, რა უნდა და რა სჭირდება ქვეყანას,“ – ეს განცხადება ჟურნალისტმა, ლუბა ელიაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ლუბა ელიაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ტელევიზიას აქვს მაღალი რეიტინგი და მფლობელი მაინც მის გენერალურ დირექტორს ცვლის, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ტელევიზია ბიზნესი იყოს და მას აქვს პოლიტიკური მიზნები. ჟურნალისტის აზრით, ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

„ნიკა გვარამია შესანიშნავი წარმატებული მედია შექმნა, ცხადია ყველასთვის, ეს მან იცის, თუ იცის, მაშინ რატომ ცვლის. ქიბარ ხალვაში არის სრულიად დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვისაც ღიად გამოუთქვამს სურვილი „რუსთავი 2-ის“ დახურვის და ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მოვა დრო, როდესაც ეს სტაფი, რომელიც დღეს აქ არის და ნიკა გვარამია, დასჭირდება ქიბარ ხალვაშს იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიცვას იმ ადამიანისგან, ვისზეც ჰგონია, რომ დღეს თუ საქმეს აკეთებს სამუდამოდ დაიმეგობრებს. ბიძინა ყველას თავის მეგობარს ბოლოს ემტერება,“ – განაცხადა ელიაშვილმა.

ლუბა ელიაშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ თანამშრომლებმა არ უნდა დატოვონ და ისევე გააგრძელონ კრიტიკული სიუჟეტების მომზადება, რათა ახალ მფლობელს და დირექტორს არ უნდა გაუადვილოს საქმე.

„არ დატოვოთ და არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ. აკეთეთ თქვენი საქმე პატიოსნად, როგორც კი ხელს შეგიშლიან, ხმამაღლა თქვით ეს ყველაფერი, გახადეთ იძულებული, როგორც ნიკასთან მოუწიათ, ისე გაგაგდონ თქვენ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ თქვენ,“ – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

http://rustavi2.ge/ka/news/139564

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...