Home » მთავარი » იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა – პროკურატურის განცხადება

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა – პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურის განცხადება იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით

გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სუსლიაკის  სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ  პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურაიულია სუსლიაკის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების ვერც ერთ სახეს  ვეღარ გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ  ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას  საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებშიარაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის  ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნისმოთხოვნით, თუმცა,  აქამდე ქართულ  მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად,  უკრაინის ტერიტორიაზეგამოძიება  ეფექტურად შეძლებს მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობსხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების  განხორციელებას.

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობისდაკმაყოფილების შედეგად,  დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპითიხელმძღვანელა და იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი   მათი მეურვეობისა და  ყველაშესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ უკრაინას გადასცა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...