Home » თქვენი სათქმელი » ცხოვრების არსი სიყვარულშია განფენილი, იცხოვრეთ ისე, რომ…

ცხოვრების არსი სიყვარულშია განფენილი, იცხოვრეთ ისე, რომ…

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ალექსანდრე ახალკაცი

მწერალი, მოძრაობა “ერთად” დამფუძნებელი

-იცხოვრეთ ისე, რომ მასას ნერვები აწყდებოდეს! ისე იცხოვრეთ თქვან ეს სხვაა, უცხოა, ვერ თქვან ხმამაღლა შენი რომ შურთ და შენსავით ცხოვრება რომ სურთ.

იცხოვრეთ ისე, რომ მთელი სამყარო თავდაყირა დააყენოთ. ისე იცხოვრეთ, არასოდეს დაეცეთ და არასოდეს სხვისი ხელის იმედი არ იქონიოთ, რომ წამოგაყენონ, დაე სხვებს ჰქონდეთ მთელი ცხოვრება იმის მოლოდინი, რომ მათი ხელი დაგჭირდებათ და გაუცრუეთ ეს იმედი.

მასები თქვენი კარგად ყოფნით გააბრუეთ, დაბოღმეთ… არ იფიქროთ რომ ეს ცუდია, მათ გადაუვლით, მიხვდებიან რომ თქვენსავით უნდა იცხოვრონ და თქვენ მაგალითი გახდებით ადამიანებისთვის! იცხოვრეთ! იცხოვრეთ დღევანდელი დღით… და უბრალოდ, აი, სულ უბრალოდ იცხოვრეთ. შეხვდით ამომავალ მზეს და ნუ იფიქრებთ რომ შუადღემდე ძილი ასწორებს.

დატკვით ახალი მთვარით, მაგრამ მთლად ბუნიობის თვეებს ნუ აჰყვებით როგორ ცხოველები, თქვენ ადამიანები ხართ! გაიღიმეთ, იარეთ ქუჩაში ღიმილით, თუნდაც გულზე უდიდესინდარდი გეწვეთ, თუნდაც თქვენი თვალები მზად იყოს ცრემლები აფრქვიოს, რადგან თუ ხალხი დაგიმახავთ ცუდად ხართ უბრალოდ და მაქსიმუმ შეეცოდებით ხალხს, აი თქვენმა ღიმილმა კი შეიძლება სხვისი გულიდან დარდი გადაჰყაროს და ცხოვრების ხალისი შთაბეროს!

გიყვარდეთ, უბრალოდ გიყვარდეთ. და აპატიეთ ყველას აპატიეთ. ცხოველს პატიება არ შეუძლია, ის სიკვდილამდე ეომება, გლეჯს, ჭამს, მოკლულს სვავებს უტოვებს საჯიჯგნად, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ! ჰოდა ყორნები დააფრთხეთ, მიწას მიაბარეთ უკვე სიცოცხლე წართმეული, შუბლზე ეამბორეთ თქვენი მტერიც რომ ნახოთ მკვდარი, და გახსოვდეთ შეიძლება ჩვენ, თქვენ ამბორის ღირსნიც არ გავხდეთ სამარადჟამო სახლში წასვლის წინ.

ცხოვრების არსი სიყვარულშია განფენილი, უკეთურთა საზრდო პურია, ზნეკეთილთა სიყვარული, სიკეთე და მოყვასისადმი პატივისცემა.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...