Home » მთავარი » უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს
5954353 21.07.2019 Президент Украины Владимир Зеленский голосует на досрочных выборах в Верховную раду Украины на избирательном участке в Киеве. Стрингер / РИА Новости

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს

უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა – 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ “ხალხის სამსახურში” მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე უკვე გამოქვეყნდა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. რადაში სულ 424 ადგილია.

ვიქტორ მედვედჩუკის “ოპოზიციური პლატფორმა  – ცხოვრებისთვის” ხმების 11-12% მიიღო, პეტრო პოროშენკოს “ევროპულმა სოლიდარობამ” 8%-ზე მეტი, იულია ტიმოშენკოს პარტიამ 7-8%-ის ფარგლებში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პარტიას, ეგზიტპოლის შედეგებით, მისმა პარტიამ არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა – პარტიამ მხოლოდ 0.4 % მიიღო

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...