Home » მთავარი » თბილისის მერი – გავრცელდა სიცრუე!

თბილისის მერი – გავრცელდა სიცრუე!

სიცრუეა, თითქოს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იქნება სამშენებლო მიმართულებით ან ავტოსადგომების მოსაწყობად. ეს ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ მდებარე „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიის დათვალიერებისას, რომლის ადგილზე ახლო მომავალში თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა აშენდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რათა დედაქალაქში მაქსიმალურად მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დამფუძნებლის ზაზა გოგოტიშვილის განცხადებით, ორანჟერეა „კია მოტორსის“ ძველი პროფილაქტიკის ადგილზე განთავსდება. მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და დაახლოებით 12-14 თვეში დასრულდება.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...