Home » მთავარი » ზღვისუბანი – კალაძის მერობის პირობებში გარეუბნებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა

ზღვისუბანი – კალაძის მერობის პირობებში გარეუბნებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა

თამარ ტალიაშვილი

საკრებულოს დეპუტატი

ჩემი სამაჟორიტაროს, ზღვისუბნის (თემქა), მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისის გარეუბნებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

2017 წელს კახი კალაძესთან ერთად შევპირდით ზღვისუბნელებს, რომ მრავალფეროვანი კულტურული და ახალგაზრდული აქტივობებით გამოვაცოცხლებდით რაიონს. მართლაც, ამ ორი წლის მანძილზე აქ ,ზღვისუბანში (თემქა), ჩავატარეთ არა ერთი ღონისძიება, მათ შორის, საახალწლო ჯაზ კონცერტი ,,თბილსისის ბიგ-ბენდის’’ მონაწილეობით, ბავშვთა დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბოლო ზარის საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ და ,,ჩვენი ეზოს თამაშები’’.

ადგილობრივები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზღვისუბანმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. თბილისის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, რეკრეაციული და კულტურულ-ახალგაზრდული ღონისძიებები კომპლექსში განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ქალაქის ერთიან სივრცეში, ურბანული განვითარების ვექტორის გადანაცვლებას არაცენტრალურ უბნებისკენ. ზღვისუბნის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ახალი რეკრეაციული ზონის, “ზღვისუბნის პარკის” მშენებლობა, რომელიც რადიკალურად შეცვლის მთელი დასახლების კულტურულ-ეკონომიკურ და სოციალურ სტატუსს. სწორედ ამიტომ, მას საუკუნის პროექტს უწოდებენ. 1999 წლიდან “თემქას”, რომელიც წარმოადგენდა აბრევიატურას საბჭოთა პერიოდში აქ არსებული ელმავალმშენებელი ქარხნის დასახელებისა, ოფიციალურად ეწოდება ზღვისუბანი.

“თემქის” მოხსენიებას ახალი სახელით – “ზღვისუბანი” აქტიურ კამპანიას ვუწევ. ეს კამპანია არ არის ზედაპირული, ზღვისუბნის გრანდიოზული პარკი და ყველა სხვა აქტივობა კომპლექსში ამ უბნის ახალ პოზიტიურ პოზიციონირებას განაპირობებს. 21 ივლისს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფესტივალი ,,თბილსის ცის ქვეშ’’ გაიმართა, სადაც მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა თავის ბენდთან ერთად ქართული და უცხოური მუსიკალური ნომრები შეასრულა, ასევე დიჯეი პაპასკირის გუნდმა იზრუნა მსმენელთა. კონცერტის გარდა ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდათ მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, სხვადასხვა შოუ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები.

ფესტივალი ,,თბილისის ცის ქვეშ” თბილისის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...