Home » მთავარი » “ამ დეპუტატს შევახსენებ – “ადამიანის ყველაზე დიდი მტერი – მისივე უსუფთაო სინდისია!”

“ამ დეპუტატს შევახსენებ – “ადამიანის ყველაზე დიდი მტერი – მისივე უსუფთაო სინდისია!”

ზვიად ტომარაძე

-20 ივლისს ერთი წელი შესრულდა, რაც მე და ემზარ კვიციანმა ერთწლიანი ბრძოლის შედეგად პარლამენტს უცხოელებითვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გავამკაცრებინეთ, ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად ვადა გავაზრდევინეთ და საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო ქართული ენის და ისტორიის ცოდნა ჩავაწერინეთ…

ახლა რატომ ვწერ ამ სტატუსს, ამ სასიხარულო ინფორმაციაზე შარშანდელი ჩემი სტატუსი, ერთ ფეისბუკ მეგობარს ჰქონია გაზიარებული და მასზე კომენტარი ქართული ოცნების მაშინდელ დეპუტატს ჰქონია გაკეთებული, რომელიც ახლა ერთი წლის შემდეგ ვნახე, ეს დეპუტატი წერს, რომ თურმე ქართულ ოცნებას სდომებია სწორედ ამ სახით ამ კანონის მიღება და დიდად არავის მიუძღვის ამაში წვლილი გარდა ხელისუფლებისა…

ამას წერს დეპუტატი რომელმაც, საკუთარ კომიტეტში 6 თვე არ განიხილა ჩვენი ინიციატივა!!! ხოლო როდესაც განიხილა, იქ თავის თანაპარტიელებთან ერთად განაცხადა, რომ ეთნიკური ქართველის ჩაწერა კანონში არის დისკრიმინაცია!!! როდესაც მაგალითები მოვუყვანე ევროპის ქვეყნებიდან, სადაც სწორედ ასე წერია მათ კონსტიტუციაში, ვეღარ შემეკამათნენ, მაგრამ კანონპროექტს მაინც არ მისცეს ხმა!!! მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი მხოლოდ უცხოელებისთვის მაინც გაგვემკაცრებინა მოქალაქეობის მიღება! შემდეგ, იურიდიულ კომიტეტში გამართულ განხილვაზე ეკა ბესელიამ საუკეთესო გამოსავალი გამონახა და შემოგვთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რასაც დავთანხმდით და სადაც სწორედ ეს 3 საკითხი დავაყენე (მეოთხეც, ფერეიდნელებზე და ჰერელებზე). თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით თუ რა ბრძოლა დაგვჭირდა ამის გასატანად, ასევე ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტიდან “ეთნიკური უმცირესობების” ამოსაღებად… არცერთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ეს ვაჟბატონი არ დასწრებია!

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი ისედაც ნათელია, საზოგადოებამ ჩემი საქმიანობაც კარგად იცის და ჩვენი “ბედოვლათებისაც”, იმ დეპუტატს კი შოტლანდიელი მწერლის რობერტ სტივენსონის სიტყვებს შევახსენებ: “ადამიანის ყველაზე დიდი მტერი – მისივე უსუფთაო სინდისია!”

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...