Home » მთავარი » “გადაწყვეტილება მართულია, პროცესს ივანიშვილი აფერხებს, ოქრუაშვილი იტყუება!”

“გადაწყვეტილება მართულია, პროცესს ივანიშვილი აფერხებს, ოქრუაშვილი იტყუება!”

ოთხი წელია ჩვენ ველოდებით გამოძიებისგან, რომ ნაბიჯი გადაიდგმება წინ, ბევრჯერ გვაქვს უკვე ნათქვამი, რომ პრაქტიკულად გამოძიება დამთავრებულია, მზად არის, შეუძლია სვლა მისცეს პროკურატურამ, მაგრამ ეს არ ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში 4 პროკურორი გამოიცვალა და ოთხივემ, რატომღაც ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს სვლა და შემდეგი ნაბიჯი არ გადაიდგას, ანუ ბრალი არ წაეყენოს არავის, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ასეთი სინქრონული მოქმედება მხოლოდ იმას აფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მართული და ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილი აფერხებს. მან ასევე ოქრუაშვილის მიერ ბოლო  ორი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს ტყუილი უწოდა.

დვალი ამბობს, რომ ძალიან საინტერესოა ლევან კობერიძის შეთავაზება ღია ფორმატში პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით და ის ჯარჯი აქიმიძესთან ერთად მზად არის ღიად ისაუბროს ამ პრობლემებზე ნებისმიერ ფორმატში.

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...