Home » მთავარი » სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვტილება განაჩენია ენმ-სთვის

სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვტილება განაჩენია ენმ-სთვის

თამარ ჩუგოშვილი: სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვტილება განაჩენია ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არისნაციონალური მოძრაობადა წინა ხელისუფლება

„სტრასბურგიდან ჩვენ მივიღეთ არა ერთი, არამედ სამი უმძიმესი გადაწყვეტილება. სამივე გადაწყვეტილება არის განაჩენი ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და წინა ხელისუფლება იმიტომ, რომ ორ უმძიმეს საქმეში სახელმწიფომ, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო, საქმე წააგო, ხოლო რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც მესამე საქმეა, ყველამ ვნახეთ რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც რუსთავი 2-ს საქმეზე  გადაწყვეტილება გამოდიოდა და როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პრესრელიზი გაავრცელა იქ აქცენტი გაკეთდა იმ უმძიმეს შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელევიზიის დირექტორის და სხვების მხრიდან მოსამართლეების მიმართ.

„ეს წლები ვართ ბინძური ცილისწამების მოსმენაში და ამ ბოლო პერიოდში მე თვითონ ვარ რუსთავი 2-ის მხრიდან უბინძურესი ცილისმწამებლური განცხადებების სამიზნე და ობიექტი. მუდმივად ვართ ამ რეჟიმში, რომ რაღაც სიბინძურეს იტყვიან და მერე უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...