Home » მთავარი » ზღისუბანში სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომის გმირის, ლევან შათირიშვილის, სახელი მიენიჭა

ზღისუბანში სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომის გმირის, ლევან შათირიშვილის, სახელი მიენიჭა

ზღვისუბანში (თემქა) ახლადაღდგენილ სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომის ახალგაზრდა გმირის ლევან შათირიშვილის სახელი მიენიჭა.

ამ საკითხს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, თამარ ტალიაშვილი შუამდგომლობდა.

დეპუატატის თქმით, ლევანი 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ, სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისთვის მას ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.

“ლევანი ამ უბანში იზრდებოდა და მისი სახელის მინიჭების თხოვნით მისმა დედამ, ქალბატონმა ნაილი შათირიშვილმა მომმართა. მიმაჩნია, ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ გმირების ამაგის დასაფასებლად. მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ჩემს წარმომადგენლობას ზღვისუბანში, სახელდების კომისიას, ჩემს კოლეგებს, საკრებულოს დეპუტატებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მხარდაჭერისათვის’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...