Home » F-vews » “ბავშვმა მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლისას სააკაშვილის რეჟიმის დროს”

“ბავშვმა მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლისას სააკაშვილის რეჟიმის დროს”

F-news

თიკა ჯამბურია

“პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით. მინდა მოგიყვეთ რა მოხდა. ვნახე, რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ თუმცა ვცდილობ არ წავიკითხო ფიზიკურად ნერვები არ მაქვს.

მოკლედ მე ვცხოვრობ რუსთაველის პირველ ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია “პანორამა თბილისის” მშენებლობას. აქედან გამომდინარე ჩვენ ანუ მცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო. ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვაჩერებთ, აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, რომელშიც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთავთ მანქანის გაჩერების ნება.

დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვისხედით უკვე დაქოქილმანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგო პატრულის თანამშრომელი, დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ეს ხერხი – პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება “ჭრის”.  მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული. არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი, (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს პატრულის და პოლიციის ყველა თანამშრომლის მიმართ).
მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი, ატყდა ერთი ამბავი. დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები (დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ. ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, იყო აგრესიული. მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელბორკილები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

რაც შეეხება ნინას. მან დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა რომელიც მე 13 წლისას სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს! არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის. ასევე, აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლებს რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც, თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია”, – წერს თიკა ჯამბურია.

Facebook Comments
x

Check Also

“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე -“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, ...